მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შემოქმედებითი აქტივობის ფარგლებში, საკუთარი ნახატები წარმოადგინეს
15-05-2025

მესტიის N1საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში; საგნის პედაგოგები კი მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.

ამის დასტურია მესტიის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში ჩატარებული ხელოვნების გაკვეთილი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნინო გულბანი.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, რომელზეც საკუთარი ემოციები და განწყობა გადაიტანეს. ნამუშევრებმა კი სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეებისთვის მსგავს აქტივობებში ჩართულობა უმნიშვნელოვანესია; გარდა იმისა, რომ წარმოაჩენენ შესაძლებლობებს, ივითარებენ ემოციურ, კოგნიტურ, სოციალურ უნარებსა და კრიტიკულ აზროვნებას.

იხილეთ ფოტოები:

 

 

 

 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...