„სულიერება ჩვენს ცხოვრებაში“ - დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგისა და მეთორმეტეკლასელების საინტერესო პროექტი
15-05-2025

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში; საგნის პედაგოგები კი მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.

ამის დასტურია ისტორიის პედაგოგის ვალერი ჩიტაურის მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული აქტივობები, რომლებიც არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღება-განმტკიცებას ემსახურება, არამედ მოსწავლეთა სულიერი განვითარებისკენაა მიმართული.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, თიანეთის N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა, მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად, წარმოადგინა პროექტი - „სულიერება ჩვენს ცხოვრებაში“.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდები დიდი ინტერესით ჩაერთნენ აქტივობაში, მიიღეს საინტერესო ინფორმაციები, წარმოადგინეს პრეზენტაცია, პროექტის დასასრულს კი პედაგოგებთან ერთად ეწვივნენ მზოვრეთის მამათა მონასტერს.

ეს გახლდათ შთაბეჭდილებებითა და უამრავი საგანმანათლებლო გამოცდილებით დატვირთული პროექტი, რომლის დამსახურებითაც ბავშვებმა ბოლომდე გაიაზრეს, სულიერების როლი განათლებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...