აბაშის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობით, წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობას;
ამჯერად წარმოგიდგენთ აბაშის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ინეზა ბოკუჩავას შემეცნებით აქტივობას, რომელიც მან I „ბ“ კლასში ჩაატარა.
ღონისძიებას „ინგლისური ანბანთზეიმი“ უწოდეს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი ანბანი, წარმოადგინეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, იმოგზაურეს ინგლისური ანბანის ლაბირინთებში და დამსახურებული სერტიფიკატებიც მიიღეს: „მე ვიცი ჩემი ABC“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვები ძალიან გახალისდნენ და ცდილობდნენ ბევრ აქტივობაში ჩართულიყვნენ, რომელთ საშუალებითაც განიმტკიცეს მიღებული ცოდნა.