სკოლებსა და ბაღებს უქმე დღეები არ დაემატება - ჯანდაცვის კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭრა
15-05-2025

„ღვთისმშობლის შობა (21 სექტემბერი), ჯვართამაღლება (27 სექტემბერი), ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება (4 დეკემბერი), მირქმა (15 თებერვალი), ხარება (7 აპრილი), ამაღლება (აღდგომიდან მეორმოცე დღე, ყოველთვის ემთხვევა ხუთშაბათს), ფერისცვალება (19 აგვისტო), ნინოობა (27 იანვარი) და ნიკოლოზობა (19 დეკემბერი) - ამ საზეიმო თარიღებში, თუ ისინი სამუშაო დღეს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიებში მისვლას და ღვთისმსახურებები უღიმღამოდ, თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება. ჩამოთვლილი ცხრა დღესასწაულის სამოქალაქო დასვენების დღედ გამოცხადების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ პატივმიგებული იქნება უფლის ბრწყინვალე აღდგომა, 12 საუფლო დღესასწაული სრულად, სვეტიცხოვლობა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ოთხი წმინდანის - ანდრია პირველწოდებულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგის და წმ. ნიკოლოზის - ხსენების დღეები“, - ეს გახლავთ ამონარიდი ზაალ წერეთლის საკანონმდებლო წინდადადებიდან, რომლითაც პარლამენტს თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტმა მიმართა.

საკითხის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტს ჰქონდა დავალებული და დღეს, 15 მაისს დამატებითი  უქმე დღეების შემოღებაზე საკანონმდებლო ორგანოში უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღეს.

ასე რომ, ამ ეტაპისთვის, უქმე დღეების რაოდენობა, რომელიც შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული, უცვლელი დარჩა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...