„პირველი წიგნი მეგობრისგან“ - ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში მე-7 კლასელთა კლასის საათი წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მიეძღვნა
19-05-2025

გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და მხატვრული ლიტერატურის კითხვის წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურებოდა VII კლასში ჩატარებული კლასს საათი სახელწოდებით - „პირველი წიგნი მეგობრისგან“, რომლის მიზანი იყო ტელეფონის ჩანაცვლება წიგნით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კოგნიტური უნარების განვითარებას.

მოსწავლეებმა ერთმანეთს აჩუქეს ქართველი მწერლების წიგნები, წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ისინი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203