ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
ახლახან, დაწყებითი კლასების კათედრამ ჩაატარა საინტერესო, კლასიკური ღონისძიება თემაზე - „ანბანთქება“.
ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი ორგანიზებულობით, შინაარსობრივი სიმდიდრითა და შემოქმედებითობით.
ღონისძიება წარმოადგენდა ერთგვარ დღესასწაულს - პირველკლასელება ამ დღეს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და ხოტბა შეასხეს ქართული ანბანის სულამაზეს.
დაწყებითი კლასების მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ისაუბრეს ქართული ანბანის, წიგნის, ცოდნისა და სწავლის მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა. ღონისძიებაზე გაჟღერდა ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი და ლამაზი მელოდიები.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე მოტივაცია და მოსწავლეთა წახალისება წარმოაჩინონ ცოდნა და შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: