ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, MOSAIC პროექტის ფარგლებში, მე-9 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა - „გუნდური მუშაობის რეცეპტი“ განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მცირე ჯგუფებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა - ნდობა, პატივისცემა და კომუნიკაცია, შემდეგ კი ისინი წარმოსახვით რეცეპტებად აქციეს - ისეთი ინგრედიენტებით, რაც საჭიროა სრულყოფილი ერთიანი გუნდისთვის.
თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი უნიკალური რეცეპტი. აქტივობა კი დასრულდა რეფლექსიით, თუ როგორ გვეხმარება ეს ღირებულებები ყოველდღიურად უკეთესად მუშაობაში.
„ეს იყო ნაყოფიერი გზა თანამშრომლობის, კრეატიულობისა და კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: