თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები საგნობრივ დისციპლინებთან ერთად კაცთმოყვარეობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას ასწავლიან.
ამ მხრივ გამორჩეული იყო წინასააღდგომო პერიოდი. ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგს მე-6ა და მე-6ბ კლასების მოსწავლეები სათნოების სახლში მცხოვრებ მოხუცებს საჩუქრებით ხელდამშვენებულნი ესტუმრნენ და აღდგომა მიულოცეს.
მოსწავლეთა სტუმრობამ მასპინძლები ძალიან გაახარა და გააბედნიერა.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება იმართება.
იხილეთ ვიდეო: