„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლე საქართველოს სახელს ევროპის გოგონათა ოლიმპიადაზე წარადგენს- მარიამ ფიფია „ფიზიკის ეროვნული ნაკრების“ წევრია
15-05-2025

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ მიღწევებზე აისახება. 

ამჯერად, სკოლაში მარიამ ფიფიას წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლე საქართველოს გოგონათა ეროვნული ნაკრების წევრი და სხვა ნიჭიერ მოსწავლეებთან ერთად საქართველოს სახელს ევროპის გოგონათა მე-5 ოლიმპიადაზე წარადგენს, რომელიც ინფორმატიკაში ჩატარება.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს, მარიამ ფიფიას, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიპოვა – ის გახდა საქართველოს გოგონათა ეროვნული ნაკრების წევრი ინფორმატიკაში.

ჩვენი ოთხწევრიანი ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის გოგონათა მე-5 ოლიმპიადაში, რომელიც წელს გერმანიის ქალაქ ბონში გაიმართება.

მარიამმა თავისი შრომისმოყვარეობითა და ნიჭით დაიმსახურა ადგილი იმ გამორჩეულ გოგონათა შორის, რომლებიც წელს საქართველოს სახელით წარდგებიან ევროპის დიდ ასპარეზზე!

აღსანიშნავია, რომ გუნდში მხოლოდ GAHS-ის და ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეები არიან.

ვულოცავთ მარიამს და წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მარიამის მამა, სკოლის დირექტორის, მამუკა მესხიშვილის მოსწავლე იყო.

European Girls Olympiad in informatics  წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ოლიმპიადას ინფორმატიკის დარგში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...