„გაზაფხულის ზეიმი“ ​შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში
15-05-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე და მათ სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

აღსანიშნავია, პირველკლასელთა ღონისძიება „გაზაფხულის ზეიმი“. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, წაიკითხეს თემატური ლექსები და შეასრულეს სიმღერები. 

პატარებმა თეატრალური წარმოდგენებიც დადგეს და დამსწრეთა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. 

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ნადია პარავიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...