ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-10 კლასელთა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია
15-05-2025

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები შემოქმედებითი ბუნების დავალებებს ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ, პედაგოგები კი მათ მრავალფეროვნებით ანებივრებენ. 

ახლახან, ქართულ ევროპული სკოლა „ორნატის“ X კლასში, ბიოლოგიის პედაგოგ ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით, მოეწყო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, თემაზე - „უჯრედის გამრავლება“.

მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა უჯრედული ციკლის, მიტოზისა და მეიოზის ბიოლოგიური როლის შესახებ, გაეცნენ ბიოტექნოლოგიურ სფეროში დნმ-ის სტრუქტურის შესწავლის საფუძველზე აღმოცენებულ მეცნიერების ახალ დარგს: „გენურ ინჟინერიას”.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამის საფუძველზე მომავალში მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკაში. 

დავალება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მე-10 კლასელებმა საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...