„გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ ჩვენ საერთო სახლს - დედამიწას“ - ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი 
15-05-2025

დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ცხადია, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. 

ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლასი კვირეული მიეძღვნა. თემატური დღეები კი ნახატებისა და პოსტერების შექმნით დაიწყო. 

„გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ ჩვენ საერთო სახლს - დედამიწას“-ეს იყო მოსწავლეთა მთავარი გზავნილი. 

კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით. ბავშვებმა არაერთი ეკოაქტივობა განახორციელეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი. 

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...