დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში ეკოკლუბის წევრებმა, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გამართეს
15-05-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები გარდა იმისა, რომ აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

8 მაისს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეს, მიუძღვნეს მორიგი აქტივობა, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა.

ეკოკლუბის აქტივისტებმა - ნინი დარჩიძემ, მარგარიტა შავაძემ და ნინი საგინაძემ, მოსწავლეებს ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა - საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს დაახლოებით 97 მილიონ მოხალისე წევრსა და თანამშრომელს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კი დაარსდა 1918 წელს“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

ეკოკლუბის წევრებმა სიმბოლოებზედაც გაამახვილეს ყურადღება.

„1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ“ და კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“,- დასძინეს მოსწავლეებმა. 

ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით, მოხალისემ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა - ცოტნე ცაგარეიშვილმა, მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია - „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია და დრო დაეთმო პრაქტიკულ აქტივობებს, პრეზენტატორმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს, მოსწავლეებისათვის შეხვედრა იყო მეტად საინტერესო და მათ საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...