პტენის საჯარო სკოლის მე-6 კლასელის საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია და აშშ-ს შესახებ მოძიებული საინტერესო ფაქტები
15-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. 

ინგლისური ენის პედაგოგი თეა თოთაძე სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მათ შორის მოსწავლეთა ინტერესით გამოირჩევა, პრეზენტაციებით სწავლება. 

ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლემ კლასში წარადგინა საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული პრეზენტაცია ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.

მოსწავლემ დიდი მონდომებით მოამზადა მასალა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის გეოგრაფიას, ისტორიულ განვითარებას, კულტურულ მრავალფეროვნებასა და პოლიტიკურ მოწყობას.

პრეზენტაციის განმავლობაში მოსწავლემ ისაუბრა საინტერესო ფაქტებზე ამერიკის შტატების შესახებ. 

საგულისხმოა, რომ პრეზენტაცია მოსწავლემ თვალსაჩინო ვიზუალური მასალის თანხლებით წარმოადგინა და ენის ცოდნა და ლექსიკური მარაგი წარმატებით წარმოაჩინა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...