აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. კერძოდ მათ გაზომეს ხის სიმაღლე მსგავსი სამკუთხედების თვისების გამოყენებით.
მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემენცბეითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
„აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების აკადემიური და ტრანსფერული უნარების განვითარებას.,რაც მათ საშუალებას აძლევს თეორიული ცოდნა სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ და პრობლემები ეფექტურად გადაჭრან“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო პრაქტიკულ აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: