გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხავა ღონისძიებასა და კონკურსში, ნიჭსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ.
ახლახან, მოსწავლე ლუკა მჟავანაძე მუსიკალურ ღონისძიება - „მელომანში“ აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. მოსწავლემ ღონისძიების ორგანიზატორებისგან - ნინო ჩინჩალაძისა და სოფო ვადაჭკორიასგან საჩუქარი და სიგელი მიიღო.
სკოლაში მოსწავლეს წინსვლასა და ახალი სიმაღელების დაპყრობას უსურვებენ.
„გილოცავთ ლუკა და გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: