გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც არაერთ ეკოატივობას ახორციელებენ.
რა თქმა უნდა, ეკოკლუბელებმა გამორჩეულად აღნიშნეს დედამიწის დღე და ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას არაერთი აქტივობით შეუერთდნენ. მათ შორის განახორციელეს აქტივობა სახელწოდებით - „დარგე ერთი ხე“, ასევე დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ღონისძიებაში ჩართულნი, ეკოკლუბელებმა წარუდგინეს პრეზენტაცია - „ჩვენ ასეთი დედამიწა გვინდა“.
ეკოკლუბის ხელმძღვანელი მზიური ბერიძე მოსწავლეებს ესაუბრა თუ რა როლი აკისრია სუფთა გარემოს და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ეკოკლუბის ხელმძღვანელები მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს - ნატო მესხიძეს ჰიგიენური რესურსებით უზრუნველყოფისა და მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ვიდეო: