გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
„არ არის მკვდარი ვინც მოკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია“ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ.
სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ ღირსეული პატივი მიაგეს და გაიხსენეს მეორე მსოფლიო ომის გმირები.
VIII-IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მეორე მსოფლიო ომში თანასოფლელების თავდადებისა და გმირობის შესახებ.
ღონისძიებას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ტარიელ ხინიკაძე, მოსწავლეებისთვის მეტაფ შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: