პატრიოტული სულის ზეიმი მარტვილის N1 საჯარო სკოლაში
15-05-2025

მარტვილის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოები მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ცხადია, 25 თებერვალს სკოლაში ღონისძიებით გამოეხმაურნენ საბჭოთა ოკუპაციის დღეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის - მარინა თოფურიას ინიციატივით, ჩატარდა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

სკოლაში დაეშვა სახელმწიფო დროშა. მიწვეულმა სტუმრებმა და სკოლის ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა - ნიკოლოზ წულაიამ ისაუბრეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თარიღის შესახებ, თუ როგორ დაიკავა მე -11 წითელმა არმიამ თბილისი და როგორ იქცა საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც პირველი საჯარო სკოლის, ასევე ქ. მარტვილის სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე - „სამშობლოვ ჩემო, გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ...“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...