სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გარბენში - „თბილისი“ მონაწილეობდნენ
25-06-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გარბენში - „თბილისი“ მიიღეს მონაწილეობა.

დედაქალაქის მერიის ინიციატივით, გარბენი „თბილისი“ პირველად გაიმართა. სტუდენტებთან ერთად გარბენში მონაწილეობდნენ: დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მერის მოადგილეები, თბილისის სხვადასხვა რაიონის გამგებლები, მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პროფესიონალი სპორტსმენები.

გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

გარბენი „თბილისი“ დედაქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურებოდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203