მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლაში, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მოსწავლეთა l სამეცნიერო კონფერენციის - „ჩემი სვანეთი“ ფარგლებში, შიდასასკოლო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ X კლასის მოსწავლე თეკლლა გადრანი და Xl კლასის მოსწავლე თეკლა გადრანი. მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ნანა ჯიქია გახლავთ.
10 მაისს, კი იმავე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა l სამეცნიერო კონფერენციაში, რომელშიც 19 სკოლა მონაწილეობდა.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ.
იხილეთ ფოტოები: