მარტვილის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა კლასის საათი ნოდარ დუმბაძის გენიალური შემოქმედების ფასეულობების გააზრებას მიეძღვნა.
კლასის საათის თემა გახლდათ - „კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით“.
სკოლის მეხუთე კლასის დამრიგებელმა, ფრანგული ენის უფროსმა მასწავლებელმა - ნინო ნამგალაურმა მოსწავლეები სენაკში აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წაიყვანა, სადაც ბავშვებმა სპექტაკლი „ჰელადოსი“ ნახეს.
კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს სთხოვა წინასწარ წაეკითხათ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა. სპექტაკლის შემდეგ კი მოსწავლეებმა კლასში განიხილეს ნაწარმოები.
დისკუსია ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მადლობას უხდიან მასწავლებელს საინტერესო ინიციატივისთვის.
იხილეთ ფოტოები: