ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული სადღესასწაულო ღონისძიება 
15-05-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით - იმართება როგორც საგანამანთლებლო, ისე საზეიმო ღონისძიებები, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემომქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავია, საახალწლო კარნავალი, რომელიც შთამბეჭდავად წარიმართა და არაერთი საზეიმო ნომერი გააერთიანა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნინო სიმონიშვილი. დაწყებით საფეხურის მოსწავლეებს კი ღონისძიების მომზადებისას ხელმძღვანელობდნენ - მზევინარ, ჩიტო და ნონა ცინდელიანები.

ღონისძიების სახით მოსწავლეთა ცხოვრებაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე ჩაიწერა. ზღაპრული ემოციები კი დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203