ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭრილია. მათი ესთეტიკური ხედვის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით, არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ახლახან, ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებმა, მასწავლებელ ლენა გოგსაძესთან ერთად, სასკოლო საზოგადოება ხელოვნების სამყაროში ამოგზაურეს.
ნიკოლოზს უყვარს ხატვა და ფერების საშუალებით საკუთარი სულიერ განცდებს გადმოსცემს.
მასწავლებლების მოწონება დაიმსახურა ნიკოლოზის თვალით დანახულმა მშობლიური სოფლის პეიზაჟებმა, მან ის ემოციებიც გაუზიარა მსმენელს, რასაც ნახატების შექმნისას განიცდიდა, რაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის. ის ლიზისთან ერთად მონდომებით მუშაობს სასკოლო კედლის გაზეთზე და ნახატებით აფორმებს. სკოლაში მას წარმატებას უსურვებენ.
ლიზიმ საკუთარ ნახატებთან ერთად, მის მიერ მოძიებული ხელოვანი ადამიანების ცხოვრებისეული კურიოზები გააცნო სასკოლო საზოგადოებას.
აქტივობა „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში“ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.
იხილეთ ფოტოები: