ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სილამაზეს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
15-05-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

14 აპრილს, სკოლაში ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლის - დალი ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. 

ღონისძიება გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით. ზეიმის მიზანი იყო ქართული ენის სილამაზისა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა, ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

მონაწილეებმა წარადგინეს თემატურად შერჩეული ლექსები და პროზაული ნაწყვეტები ცნობილი ქართველი მწერლების, პოეტებისა და პუბლიცისტების შემოქმედებიდან.

მოსწავლეებმა შემოქმედებითად აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი. დადებითად უნდა შეფასდეს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და კონსულტანტ-მასწავლებლის პროფესიონალური მიდგომა.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას ენის, როგორც ეროვნული იდენტობის უმთავრესი ნაწილის მნიშვნელობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...