ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განსაკუთრებით სახალისოა. პედაგოგები მათ სასწავლო შემართებაზე აქტიურად ზრუნავენ და პატარებს გაკვეთილებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებით უმრავალფეროვნებენ.
ამის ნათელი მაგალითია, მე-2 კლასელთა მუსიკის გაკვეთილი, თემაზე - „დათუნია დრუნჩა“, რომელსაც პედაგოგი მაია რიჟამაძე ხელმძღვანელობდა.
მე-2 კლასელებმა ლექსის მიხედვით თოჯინური სპექტაკლი დადგეს. ბავშვებმა ლექსის გმირები გამოჭრეს და „გააცოცხლეს“.
როგორც მოსწავლეთა პედაგოგი გვეუბნება, ასეთი აქტივობებით მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი ნიჭი, გუნდურობისა და ინდივიდუალურობის აღქმის უნარი.
მოსწავლეებმა სასიამოვნოდ იხალისეს და კმაყოფილნი დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: