„სიყვარულის თემა ქართულსა და მსოფლიო პოეზიაში“- ქისტაურის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
15-05-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის ეზოში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

ჩატარდა სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო, რომელიც დატვირთული იყო შემოქმედებითი მრავალფეროვნებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IX კლასის მოსწავლეები. მათ პედაგოგ მარინა მაისურაძესთან ერთად, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები სხვადასხვა პოეტების შემოქმედებიდან. სიყვარულის თემა ქართულსა და მსოფლიო პოეზიაში - ეს გახლდათ ღონისძიების მთავარი იდეა. 

საღამოზე გაჟღერდა სიყვარულის შესახებ გამორჩეულად დაწერილი ნაწარმოებები. თითოეულმა მოსწავლემ მისთვის საყვარელი და ახლობელი ლექსი შეარჩია.

სიყვარულის თემა, რომ პოეზიაში მარადიულია, ქართულ ლიტერატურაში კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, კარგად დაინახეს მოსწავლეებმა. საღამოს მიზანი კი იყო ახალგაზრდებში პოეზიისადმი ინტერესის გაღვივება და ლექსად ნათქვამი სიტყვის სილამაზის გააზრება. 

„სიყვარული სამყაროს მამოძრავებელი ძალაა, შესაბამისად სიყვარულის თემა მსოფლიო პოეზიის წამყვანი თემაა. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის განცდა სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის, სხვადასხვა მიმართულების პოეტების შემოქმედებაში სხვადასხვანაირად აისახა, მათ შორის მსგავსებაც ბევრია, რაც ამ განცდის საყოველთაობასა და უნივერსალურობაზე მიუთითებს“,- აღნიშნა ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა მარინა მაისურაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...