„წარსულის შესწავლა ნამარხებით“- ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, არქეოლოგიური კვლევის პროცესს გაეცნენ
15-05-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის V კლასში ბუნების მასწავლებელმა, მიმოზა ფაცაციამ, განახორციელა პროექტი -  ,, წარსულის შესწავლა ნამარხებით“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის არქეოლოგიური კვლევის პრაქტიკულ პროცესთან გაცნობა.

მეხუთე  კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში - „საბავშვო არქეოლოგია“.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს გათხრების ადგილი და მონაწილეობდნენ კვლევის ზოგიერთ ეტაპში. იმსჯელეს მოპოვებულ ნივთებზე და შეავსეს საველე დღიურები. მეხუთეკლასელებმა გამოხატეს ინტერესი პროცესის მიმართ და გამოიჩინეს მოტივაცია, რაც დადებითად აისახა როგორც მათ ცოდნაზე, ისე დამოკიდებულებაზე ისტორიული მემკვიდრეობისადმი.

პროგრამის დასასრულს მეხუთეკლასელებს გადაეცათ „ნორჩი არქეოლოგის სერტიფიკატები“.

ნოქალაქევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციას საინტერესო საგანმანათლებლო პროექტისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...