ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
15-05-2025

ქუთაისის N45 საჯარო რესურსსკოლაში, სადაც სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოსწავლეები იღებენ განათლებას, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით „მკითხველთა კლუბის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ იმ ადამიანებისადმი პატივისცემის გამოხატვასაც, რომლებმაც თავი შესწირეს მშვიდობისთვის ბრძოლას.

ჟესტური ენის მასწავლებელმა - თამარ ფხაკაძემ მოსწავლეებს გაახსენა მეორე მსოფლიო ომის შედეგები, ის გმირები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში.

შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, გადაიღეს ვიდეორგოლი. ვიდეომ ემოციური ფორმით გადმოსცა მთავარი გზავნილი — გვახსოვდეს წარსული, ვაფასებდეთ გმირებს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...