აღმზრდელთა ანაზღაურება 20 პროცენტით ორ წელში გაიზრდება, ხუთ წელიწადში კი ეროვნულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება - სამოქმედო გეგმის პროექტი
16-05-2025

2020-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2025-2027 წლების სექტორული სამოქმედო გეგმის პროექტში გაწერილია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება.

დოკუმენტში, სადაც ინფორმაციის დადასტურების წყაროდ მითითებულია განათლების სამინისტრო, ნათქვამია, რომ 2021 წელს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება იყო 336 ლარი (ეროვნული საშუალო 844 ლარი)

2024 წელს მოხდა საშუალო თვიური ხელფასის მინიმუმ 10%-ით ზრდა; 2027 წელს ანაზღაურება მინიმუმ 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის გაუთანაბრდება ეროვნულ საშუალო თვიურ ხელფასს. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...