„ეტალონი“ ონლაინ ჩემპიონატს იწყებს - ოლიმპიადები სამ საგანში გაიმართება
14-05-2025

წლებიაეტალონი“ izrune.ge-სთან ერთად ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების და ინტელექტის სადარაჯოზე და დღეს უკვე სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომეტალონი-მედიაჯგუფის პროექტებმა თავისი სიტყვა თქვა არაფორმალური განათლების მიმართულებით.

ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარის განვითარება, საკუთარი გამარჯვებით ტკბობა და სხვისი წარმატების გათავისება... - ეს ის მთავარი პრინციპებია, რომელთა გათვალისწინებაც ბავშვებსეტალონმაასწავლა და დღეს კიდევ ერთი სიახლით გაახარებს ერთგულ თანამოაზრეებს:

ეს გახლავთ საგნობრივი ონლაინ ჩემპიონატი, რომელშიც II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://izrune.ge/etaloni/

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა ჩატარდება 27-28 მაისს;

ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ჩატარდება 2-3 ივნისს;

მათემატიკის ოლიმპიადა ჩატარდება 9-10 ივნისს;

ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს;

თითოეულ კლასსა და თითოეულ საგანში გამოვლინდება ჩემპიონთა ათეული, რომლებიც მიიღებენ სპეციალურ სახელობით დიპლომებს;

პირველი ადგილის მფლობელებს მიენიჭებათ აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული

გამორჩეული ათეულის შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
სკოლაში

გისურვებთ წარმატებებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...