20 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დასრულდება - ისინი დაემშვიდობებიან მშობლიურ ცოდნის ტაძარს; etaloni.ge-ს წალკის მუნიციპალიტეტის, ნარდევანის საჯარო სკოლის დირექტორი, აგასი ნურუბეკიანი ესაუბრება და გვიმხელს, რომ მიმდინარე სასწავლო წელს 12 კურსდამთავრებულს დაულოცავენ გზას ცხოვრების ახალ ეტაპზე:
„ჩვენს მოსწავლეებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ... თითოეული მათგანით ვამაყობ, იმასაც გაგიმხელთ, რომ სკოლას მედლის 4 კანდიდატი ჰყავს. 3 მოსწავლე ოქროს, 1 მოსწავლე კი ვერცხლის მედლით დაემშვიდობება მშობლიურ სკოლასა და პედაგოგებს.
თითოეული ბავშვი ბედნიერი, წარმატებული უნდა იყოს, ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ წინსვლაში. მჯერა, ისინი ჩამოყალიბდებიან საკუთარი საქმის პროფესიონალებად და მშობლიური სკოლის წარმომადგენლები მათი მიღწევებით აუცილებლად ვიამაყებთ“.
ზოგადად, სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა, ახალი სასწავლო წლიდან კი პირველკლასელებს შეუძღვნენ ცოდნის ტაძარში და როგორც ნარდევანის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი გვიმხელს, მომავალ სასწავლო წელს 13 პატარა პირველად გადააბიჯებს მშობლიური სკოლის ზღურბლს.