უშაფათის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, მინი ფეხბურთში, საქართველოს სასკოლო ლიგაზე წარმატებით იასპარეზა
14-05-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში კი წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. 

8 მაისს, ჩატარდა საქართველოს „სასკოლო ლიგის“ მორიგი შეჯიბრება მინი ფეხბურთში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სისტემითა და საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის (ISF) მოთხოვნებით, მოქმედი წესების მიხედვით და სასკოლო ლიგის საშეჯიბრო დებულებების შესაბამისად.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი, რომელმაც წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა. 

მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...