ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
20 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დასრულდება - ისინი დაემშვიდობებიან მშობლიურ ცოდნის ტაძარს და etaloni.ge-ს ვალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი, რიფსიმე არუთუნიანი ესაუბრება და გვიმხელს, რომ მიმდინარე სასწავლო წელს 3 მოსწავლეს დაულოცავენ გზას ცხოვრების ახალ ეტაპზე:
„მინდა, ჩვენს მოსწავლეებს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. მათ იციან, რომ განათლება ადამიანის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, სწავლას საქართველოს ან სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ, ჩამოყალიბდებიან საკუთარი საქმის პროფესიონალებად და მშობლიური სკოლის წარმომადგენლები მათი მიღწევებით აუცილებლად ვიამაყებთ“.