საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
მხატვრულად და სუფთად წერის წახალისებას მიეძღვნა აპრილში სკოლაში ჩატარებული ღონისძიება.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სკოლაში კონკურსი მოეწყო.
კონკურსი სამ ეტაპად წარიმართა. 60 მოსწავლიდან შეირჩა 14 მოსწავლე. მათგან ექვსი საპრიზო ადგილი დასახელდა. საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრების ავტორები სიგელებით დაჯილდოვდნენ, დანარჩენებს კი წარმატებული მონაწილის სიგელი გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა მონდომება ახარებთ და მათ წარმატებასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.