ახრისის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ნერგები დარგეს 
14-05-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს სხვადასხვა ჯიშის ნერგები. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა - ზურა ხარიბეგაშვილმა

პედაგოგი დირექციას, ადგილობრივ მერიასა და კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ თათია გოგიაშვილს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის. ასევე, მადლობა მასწავლებლებს - მალხაზ ჩიხლაძესა და ოთარ ვათიაშვილს დახმარებისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...