ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასში განხორციელდა პროექტი - „პირველიდან მე-12 კლასამდე - ჩვენი ბედნიერი წლები. დაგელოცოთ გზები სავალი“.
პროექტი, რომლის ავტორია ბიბლიოთეკარი მაია გეთია, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა.
ეს იყო ერთგვარი შემაჯამებელი მოგზაურობა წარსულში. მე-12 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები - პირველი კლასიდან დღემდე განვილი გზა, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები: პირველი ზარი, საყვარელი მასწავლებლები, საინტერესო გაკვეთილები, ექსკურსიები, ღონისძიებები და მრავალი დაუვიწყარი წუთი.
პროექტი მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის და დაამტკიცა, რომ სკოლის წლები მართლაც განსაკუთრებულია. ბიბლიოთეკარის ამ წამოწყებას კი სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება მოჰყვა.
მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ამდიდრებს სასკოლო ცხოვრებას, არამედ მოსწავლეებში განამტკიცებს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა და სხვების შრომის დაფასება.
იხილეთ ფოტოები: