გამოცდები ტრადიციულად, ივლისში დაიწყება - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.
„მართალია, ჯერჯერობით კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია, ვინაიდან მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა გეტყვით, რომ გამოცდები ივლისში დაიწყება და თვის ბოლომდე დასრულდება. ეს ეხება არამხოლოდ ეროვნულ გამოცდებს, არამედ სტუდენტთა საგრანტოს, სამაგისტროს, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებს“, - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამასთან, წერეთელმა გაზი გაუსვა ღია კარის დღეების მნიშვნელობას, რომელიც აბიტურიენტებისთვის ტარდება.
მისი თქმით, გარდა იმისა რომ ჩვენ პროცესებთან დაკავშირებით ტარდება ღია კარის დღეები, საგნობრივი ჯგუფის ექსპერტები დეტალურად სცემენ პასუხებს აბიტურიენტთა კითხვებს. ამიტომაც აპლიკანტებისთვის მნიშვნელოვანია რომ დაესწრონ ან ნახონ ონლაინ რესურსები, რომელიც განთავსებულია ცენტრის გვერდებზე,