
ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არინ ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში და წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასების მოსწვლეთა გუნდებმა - „იმედი“ და „უშბა“, საბაზო საფეხურის გუნდმა - „აისი“ და საშუალო საფეხურის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა - „სწორუპოვარნი“ წარმატებით იასპარეზეს ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ ფინალში.
მოსწავლეებს წარმატების დამადასტურებელი დიპლომები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა მონდომება და აქტიურობა ახარებთ და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: