აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს არაფორმალურ გარემოში შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
აქტივობა - „თბილი ქარი და ყვავილთა ენა“ დაწყებითი კათედრის ინიციატივით, განხორციელდა, რომლის წევრებიც არიან მასწავლებლები - სირენა არქანია, მარინა შარია, ლალი შონია და ნინო ლაგვილავა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა სახვითი ხელოვნების გაკვეთილი ღია სივრცეში, სკოლის ეზოში არსებულ ყვავილების ბაღში წარიმართა.
ბავშვებმა თავიანთი ფანტაზიითა და ინდივიდუალური ხედვით გაანალიზეს გაზაფხულის ნიშნები — ყვავილები, მწვანე ფოთლები, ფერადი პეპლები და ჩიტები. ისინი ბუნებრივ გარემოში მუშაობდნენ, აკვირდებოდნენ სეზონურ ცვლილებებს და ფურცელზე აღბეჭდავდნენ საკუთარ შთაბეჭდილებებს.
გაკვეთილის ასეთი ფორმატი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვების ბუნებასთან და ხელოვნებასთან დაახლოებას, მხატვრული ხედვის განვითარებასა და ემოციური გამომხატველობის გაძლიერებას.
იხილეთ ფოტოები: