ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში, საგვაზავოს საჯარო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება მოეწყო.
გაიმართა საგვაზავოს საჯარო სკოლისა და კვათანის საჯარო სკოლის IX კლასელთა ერთობლივი სასწავლო პროექტის განხილვა თემაზე - “ჰაერნაოსნობა და გემების ცურვა”.
ინიციატივა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა თემატიკა მრავალფეროვანი რაკურსით განიხილეს. მათ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. თემატიკა საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
დამსწრე საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა მოსწავლეთა პრეზენტაციებს.
ფიზიკის მასწავლებელმა, გოჩა ხურცილავამ ღონისძიების დასასრულს აღნიშნა, რომ მსგავსი ერთობლივი სასწავლო განხილვები მნიშვნელოვნად ამდიდრებს საგაკვეთილო პროცესს და ხელს უწყობს მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას. მისი თქმით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სკოლებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: