თბილისის N212 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
14-05-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია გასვლითი ღონისძიებებითა და სასწავლო-შემეცნებითი ტურებით. პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეები ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მუზეუმში დაცული მასალები - ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, XIX ს-ის როიალი, მხატვრული ტილოები, პოეტის შემოქმედების გამოცემები (დაწყებული 1876 წლიდან), ფოტომასალა, სხვადასხვა კლასიკოსთა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი და ა.შ. 

მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებადცნობილი ფაქტი შეიტყვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...