ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციაზე აისახება.
8 მაისს ვაჩიანის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ანიუტა შაინიანმა IIIა კლასში ჩაატარა მშობლიური ენის ღია გაკვეთილი თემაზე - „წერილი ჯარისკაცს“.
პედაგოგმა გაკვეთილზე არაერთი სასწავლო რესურსი და აქტივობა გამოიყენა. მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გაკვეთილი მიმართული იყო მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.
იხილეთ ფოტოები: