ვაჩიანის საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
14-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სუფთა და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და მაგალითს თავადვე აძლევენ. 

ახლახან, სკოლაში გაკვეთილების შემდეგ მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, დასუფთავების აქცია მოაწყვეს. მათ დაასუფთავეს საკლასო ოთახები, დერეფნები და სკოლის ეზო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საქმიანობაში ყველა აქტიურად იყო ჩართული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...