„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაში“ მოსწავლეთა მორიგ ბრწყინვალე წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის მოსწავლეთა გუნდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი STEM ოლიმპიადის ფინალშია.
საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 10-მა გუნდმა შეძლო ფინალში გადასვლა - მათ შორის ღირსეულ ადგილს იკავებს „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ გუნდი.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - საუკეთესო ათეულშია! ვულოცავთ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ ფინალურ ეტაპზე! წარმატება ვუსურვოთ GAHS -ის გუნდს ფინალურ ტურში!“, -აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფინალისტები და მათი მენტორები ორი თვის განმავლობაში გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის STEM სკოლის მენტორები გაუძღვებიან. ჯამში 20 სემინარი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები შეისწავლიან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებას, მასთან თავსებადი სენსორებისა და მოწყობილობების მართვას, მუშაობის პრინციპსა და გამოყენებას.
ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე. რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა.
იხილეთ ფოტოები: