გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
8 მაისს, სკოლის VI კლასში, პედაგოგ მარიამ ბასილაიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ძველი ქართული კინოფილმები“, რომელიც შთამბეჭდავად წარიმართა.
„ვის არ უყვარს ქართული ფილმები? მით უმეტეს კლასიკად წოდებული ძველი ფილმები? ყველა რომ ცნობილი ფრაზებით საუბრობს. ხშირ შემთხვევაში გვაცინებს, გაფიქრებს და ზოგჯერ გატირებს კიდეც“,- აღნიშნავენ სკოლაში ღონისძიებაზე საუბრისას და დასძენენ, რომ ძველი ქართული ფილმები ჩვენი კულტურის უნიკალური მემკვიდრეობაა, რომლებიც ასახავენ ქვეყნის ისტორიულ და საზოგადოებრივ მემკვიდრეობას, ღირებულებებს, ტრადიციებს და კულტურას, ენას.
სწორედ ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიებაც, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
„გახსოვდეს, ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის — საქართველოში...“ - გენიალურ ქართულ ფილმში - „ფესვები“, ნათქვამი ეს სიტვები ლაიტმოტივად გასდევდა ღონისძიებას, რომელმაც როგორც მოსწავლეებს ისე დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და საკუთარი ისტორიითა და კულტურით სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცა.
იხილეთ ფოტოები: