
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლა საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობისთვის შეირჩა.
სკოლაში კვლევაში მონაწილეობა ახარებთ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვლევა საშუალებას იძლევა, შეფასდეს ქვეყნის მოსწავლეთა პროგრესი.
„ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რომ ჩვენი სკოლა მეორედ მონაწილეობს PISA-ს (Programme for International Student Assessment) კვლევაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო შეფასება, რომელიც ობიექტურად ასახავს მოსწავლეთა ფუნქციური ცოდნის დონეს — ანუ იმას, თუ როგორ იყენებენ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში.
PISA-ს კვლევაში მონაწილეობა:
• აჩვენებს, როგორ ფიქრობენ, მსჯელობენ და გადაჭრიან პრობლემებს მოსწავლეები სამ ძირითად სფეროში: წაკითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
• აძლევს სახელმწიფოსა და განათლების პოლიტიკის შემქმნელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს სისტემა.
რაც შეეხება კვლევის დაწყებას 10 საათზე — მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები დროულად მივიდნენ, იყვნენ კარგად დასვენებულნი და კონცენტრირებულები. მათი შედეგი ხომ არ არის მხოლოდ სკოლის პრესტიჟი, არამედ ქვეყნის საერთო სურათის ნაწილია.
სკოლაში კვლევას კურირებს დარეჯან მასწავლებელი, რომელიც გამოირჩევა სიზუსტით, ორგანიზებულობითა და პასუხისმგებლობით. მან დიდი გულმოდგინებით მოამზადა ყველა საჭირო დეტალი იმისთვის, რომ კვლევა წარიმართოს მაღალი სტანდარტებით. იგი არა მხოლოდ უზრუნველყოფს პროცესის სწორად მიმდინარეობას, არამედ მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, გააცნობიერონ, რა დიდ მნიშვნელობას ატარებს მათი მონაწილეობა. წარმატებები ამ საერთაშორისო საქმეში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები: