მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლიც წევრებიც საინტერესო ეკოაქტივობებს ახორციელებენ.
ახლახან, სკოლაში ჩამოყალიბებულმა ეკოკლუბმა განიხილა და მიიღო სკოლის ეკო-დეკლარაცია.
ეკოკლუბის წევრები შეხვდნენ გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს, ქალაქ მარტვილის რესურსცენტრის უფროსს, სკოლის მასწავლებლებს.
მოსწავლეებმა წარადგინეს საპრეზენტაციო თემები: „სითბური ეფექტის გამომწვევი მიზეზები“, „რა მოხდება, თუ კავკასიონზე მყინვარი დადნება“. ასევე მოაწყვეს კლიპების ჩვენება-განხილვა, ისაუბრეს სკოლის მეშვიდეკლასელების ჩატარებულ აქტივობაზე.
სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს. აღნიშნეს, რომ ამ კუთხით პატარებთან მუშაობა ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანია.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნაყოფიერი მუშაობისთვის სკოლის მასწავლებლებს - ბიოლოგიისა და ქიმიის წამყვან პედაგოგს -დარეჯან ჭილაძესა და ბიოლოგიის უფროს მასწავლებელს - სვეტა ხარებავას.
იხილეთ ფოტოები: