ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღინიშნა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის ქართული ენის კაბინეტში ქართული მხატვრული ფილმის - „ჯარისკაცის მამა’“ ჩვენება მოეწყო.
მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით პრეზენტაციაც გამართეს, სადაც 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების შემდეგ კი სოფელ ალათუმანში არსებულ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან სანთლები დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები: