ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „მცირე თეატრი“ და სამი ზღაპრის ინსცენირება
14-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლება სახალისო და საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

სკოლაში წახალისებულია არაფორმალური განათლება. ახლახან, სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა „მცირე თეატრი“ სახელწოდებით - „პატარა მსახიობები“. 

მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენები უკვე დადგეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე ქართულ ენაზე წარადგინეს სამი ზღაპრის -  „წითელქუდა“, „თალგამი“, და „ექიმი და ავადმყოფი“ ინსცენირება.

დადგმებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მხურვალე აპლოდისმენტებით დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სასწავლო წლის ბოლომდე კიდვე ერთი თეატრალური დადგმა წარმოადგინონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...